LOGO

 

 

 

  • მთავარი
    • ინფორმაცია საზოგადოების შესახებ
    • საზოგადოების წევრები
    • წევრობის სააპლიკაციო ფორმა;
    • მარეგულირებელი დოკუმენტები
  • პროგრამები
    • ჩვენი პროგრამები
    • ტრენინგის სტანდარტები
    • საერთაშორისო პროგრამები
  • თერაპევტები
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • სიახლე
  • პუბლიკაციები
    • ჩვენი პუბლიკაციები
    • პროექტები
    • მონაცენთა ბაზა
  • ბმულები
  • კონტაქტები
GEO EN

ინფორმაცია საზოგადოების შესახებ

კბთ დასაბუთება - კბთ ნაციონალურ გაიდლაინებში

ჯერ კიდევ 2009 წლის კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ გაიდლაინებში ფსიქიატრიაში ისეთი აშლილობებისთვის, როგორიცაა: შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური აშლილობები, გუნება-განწყობის აშლილობები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები, პანიკური აშლილლობები, მძიმე სტრესზე პიროვნების რეაქციის და ადაპტაციის დარღვევები,  აღნიშნულია კბთ-ს, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ერთადერთი ფსიქოთერაპიული მეთოდის ეფექტურობა.  ქვემოთ წარმოდგენილია ამ გაიდლაინებითან კბთ-სთან დაკავშირებული არასრული ამონარიდი:  

კბთ ნაციონალურ გაიდლაინებში. შიზოფრენია
შოზოფრენიის გაიდლაინში აღნიშნულია: მნიშვნელოვან, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეფექტიან ფსიქო-სოციალურ მკურნალობაში შედის:

1. თემზე დაფუძნებული მკურნალობის პროგრამა (აქტიური თემზე დაფუძნებული მკურნალობის პროგრამა);

2. ოჯახური ინტერვენცია;

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია;

3. სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება (თრეინინგი)“

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ფართოდ გამოიყენება შიზოფრენიით და სხვა ფსიქოზური აშლილობებით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში.
საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია, მაგრამ თრაპიის ჩასატარებლად საჭიროა სპეციალისტების ტრენირება და მისი შემდგომი სუპერვიზია.

კბთ ნაციონალურ გაიდლაინებში გუნება-განწყობის აშლილობები
„ფსიქოთერაპიული მკურნალობის მოდელის არჩევა: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის და ინტერპერსონალური თერაპიის მაღალი ეფექტურობა დადასტურებულია. 
ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია, რომელზეც მიღწეულია ფართო კლინიკური კონსენსუსი, ორიენტირებულია როგორც დეპრესიის, ასევე პერსონოლოგიური აშლილობების სიმპტომებზე“.

კბთ ნაციონალურ გაიდლაინებში. ოკა

1. რეკომენდაცია 1.  ინიციალური მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა

2. რეკომენდაცია 2.  ოკა-ს დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ან მხოლოდ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით (კბთ), ან კომბინაციით - კბთ და მედიკამენტები (კბთ + SRI).

3. რეკომენდაცია 3. სპეციფიკური მედიკამენტის შერჩევის სტრატეგია

კბთ ნაციონალურ გაიდლაინებში. პანიკური აშლილობები

1. პანიკური აშლილობი

კბთ ნაციონალურ გაიდლაინებში. პტსა

1.ფსიქოთერაპია - დადასტურებულია, რომ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია პტსა-ს მკურნალობის ყველაზე შესწავლილი და ეფექტური მეთოდია. ის მოიცავს ექსპოზიციურ თერაპიას, სტრესის ინოკულაციურ (იმუნიზაციურ) ტრეინინგსა და კოგნიტურ თერაპიას. ყველა ეს მეთოდი (ანუ, ტექნიკა) სპციეფიკურია პტსა-ს მენეჯმენტისთვის, ვინაიდან ფოკუსირებულია მატრავმირებელ მოვლენაზე. ექსპოზიციური თერაპიის დროს პაციენტს მიმვმართავთ ტრავმულ მოგონებებზე. ეს მეთოდი სკმაოდ ეფექტურია დახარჯული დროის თვალსაზრისით და წარმატება მიიღწევა 9-12 სეანსში.

ახალი ნაციონალურ გაიდლაინები _ ახალ სევისებში

1.ის, რომ ზემოაღნიშნული გაიდლაინები ვერ იქცა პრატიკულ რეკომენდაციებად, განაპირობებული იყო ჰოსპიტალგარეშე სერვისების და ფსიქოთერაპიული მეთოდების რესურსების მწვავე დეფიციტით.

2. 2012 წ. სამდიცინო რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობდა ნაციონალური გაიდლაინების განახლება (სამუშაო ექსპერტულ გუნდში მივიღეთ მონაწილეობა), სადაც მეტი ადგილი ეთმობა კბთ-ს როლს შიზოფრენიისა და დეპრესიის მკურნალობაში.

3. თუმცა, კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება ახლადგანვითარებულ ჰოსპიტალგარეშე ფსიქიატრიულ სერვისებში, როგორიცაა - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, კრიზისული ინტერვენცია, აქტიური თემზე დაფუძნებული მკურნალობა (ACT)  - ერთადერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდის _ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ხელმისაწვდომობა.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია - მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდი
რატომ ვირჩევთ კბთ-ს? 

1.თერაპიული შეხვედრების მცირე რაოდენობა (10-15. მაქსიმუმ, 20-25 შეხვედრა);

2. უნარები, რომლებსაც კლიენტები დაისწავლიან, არის  უნივერსალური / კლიენტისთვის შესაძლებელია მათი სხვადასხვა სიტუაციაზე გენერალიზება;   

3. ფოკუსირებულია ძირითადადი, „აქ და ამჟამად“ მიმდინარე პრობლემებზე, თერაპიის პროცესში მცირე დრო ეთმობა ადრეული ცხოვრების გამოცდილებებს;

4. კოლაბორაციული მეთოდი - კლიენტი და თერაპევტი ერთად მუშაობენ პრობლემების გადაჭრაზე

კბთ თერაპია ეფექტურია!

 

კბთ-ს ეფექტურობა - ემპირიული კვლევების მონაცემები
კვლევების მიხედვით, კბთ-ს ეფექტურობა ნათელია უშუალოდ თერაპიის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ.

1. დეპრესიის მქონე პაციენტებზე ჩატარებული კვლევების სისტემატური მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ კბთ-ს გავლის შემდეგ პაციენტთა 85%-ს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სიმპტომები (Churchill et al., 2010);

2. კბთ ინტენსიური თერაპიის გავლის შემდეგ ფსიქოზის მქონე პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით  (Kuipers et al., 1997). პაციენტების შემოწმება მოხდა თერაპიის დასრულებიდან 9 თვის შემდეგ - თერაპიის დადებითი შედეგები შენარჩუნდა (Kuipers et al.,1998)

4. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე პაციენტების 88% 14 კვირის შემდეგ აღარ აკმაყოფილებდა დიაგნოსტიკურ კრიტერიტერიუმს (Beck et al 2008 )

რა შემთხვევაშია კბთ ეფექტური?

1. გენერალიზებული შფოთვა  

2. ინსომნია

3. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა  

4. ფობიები  

5. კვებითი აშლილობა (ბულიმია)

6. სექსუალური დისფუნქცია  

7. წამალდამოკიდებულება  

8. ბრაზის და სტრესის მართვა  

9. პარტნიორული ურთიერთობის პრობლემები  

10. დეპრესია  

11. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა  

12 ფსიქოზები  

კბთ-ს ეფექტურობის განმსაზღვრელი ხუთი ძირითადი ფაქტორი:

1. ნდობაზე დაფუძნებული თერაპიული ურთიერთობა (მთავარია, მაგრამ, არასაკმარისი);

2. თანამშრომლობა - თანაბარი პასუხისმგებლობის აღება;

3. შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება;

4. პრობლემების ფორმულირება კბთ ჩარჩოს მიხედვით;

5. დავალებების შესრულება (პრაქტიკა, ქცევითი ექსპერიმენტი)

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მიზნები და ამოცანები

კბთ საზოგადოების ძირითადი მიზანია, საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დანერგვა/გავრცელება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სპეციფიური მიზნებია:

1. საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის განვითარების ხელშეწყობა;

2. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში კბთ-ს დამკვიდრება/ლობირება;

3. ფსიქოთერაპიული საქმიანობის ლეგიტიმაციის ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოების ამოცანებია:

1. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით დაინტერესებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა შორის ინფორმაციის გავრცელება;

2. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ლობირება თანამედროვე სერვისებში დასანერგად;

3. მომზადდეს და მიღებულ იქნას „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“.

საზოგადოების საქმიანობებია, საზოგადოების წევრების მიერ საჭირო ლიტერატურის მოპოვება-დამუშავება და გავრცელება; ქართულ ენაზე სასწავლო კურსის შემუშავება და მისი აკრედიტაცია შესაბამისი უწყების (ჯანდაცვის/განათლების სამინისტრო) მიერ; სამუშაო მეთოდების ათვისებისთვის სასწავლო ვიდეო-ფილმების, სახელმძღვანელოების შემუშავება; კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება; საერთაშორისო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებებში ინტეგრირება; ხელის შეწყობა, რათა შემუშავდეს - „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“ და კანონქვემდებარე სხვა მარეგულირებელი დოკუმენტეის შემუშავება და ლობირება.
კბთ საზოგადოების უახლოესი მიზნებია, ორგანიზაციაში მოვიზიდოთ და გავაერთიანოთ ამ მეთოდით დაინტერესებული ადამიანები. მათთან ერთად შევიმუშავოთ კბთ-ს ჩატარების და სწავლების სტანდარტები; მათთან ერთად შევიმუშავოთ საზოგადოების განვითარების სტრატეგია, წარვმართოთ ფონდების (დაფინანსების) მოძიება დასახული მიზნების გადასაჭრელად.

სკბთ საზოგადოების მოკლე ისტორია

საზოგადოების დაფუძნება და განხორციელებული საქმიანობები

1.2004-2005 წწ. სამხრეთ ლონდონის და მოდსლის ფსიქიატრიის ინსტიტუტიდან მოწვეული სპეციელისტის მიერ ჩატარდა სატრენინგო კურსი ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისათვის: ‘კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოზებისთვის, დეპრესიისთვის და შფოთვითი აშლილობებისთვის’ - საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია (სფჯა) და გლობალური ინიციატივა ფსიქატრიაში (გიფ,);

2. 2006 წ. ქართულ ენაზე გამოიცა წიგნი: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია“. შემდგენლები: ა. ბეგიაშვილი, ქ. აბდუშელიშვილი (სფჯა)

3. 2009 წ. ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული სატრენინგო კურსი: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის“. ავტორი: ქ. აბდუშელიშვილი. (სფჯა)

4. 2010 წ. ივნისი-დაფუძნდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს)

5. 2010 წ. შემუშავებულ იქნა საქართველოში კბთ-სასწავლო პროგრამის პირველადი ვარიანტი

6. 2011 წ. მარტი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის პირველი ტრეინინგი, „შესავალი კბთ-ში“, პირველი ნაკადის მსმენელთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს და სფჯა).

7. 2012 წ. ნოემბერი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის შემდგომი ტრეინინგები, (კბთ ოკა-ს, პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვის და დეპრესიის დროს) პირველი ნაკადის სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს)

8. 2012 წ. აგვისტო - გამოქვეყნდა სტატია „კბთ საქართველოში“ ბრიტანულ ჟურნალში ‘CBT Today’  

9. 2013 წ. იანვარი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის პირველი ტრეინინგი, „შესავალი კბთ-ში“, მეორე ნაკადის მსმენელთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთ)

10. 2013 წ. იანვარი - ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის საზოგადოებაში (European Association of Behavioral and Cognitive Therapy-EABCT) გაწევრიანების გზაზე, სკბთ-მ დაიწყო თანამშრომლობა უკრაინის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ინსტიტუტთან (ხელმძღვანელი, პროფ. ოლეგ რომანჩუკი), ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამის საქართველოში განხორცილების მიზნით

11. 2013 წლიდან დაიწყო მუშაობა სკბთ-ს სტანდარტების EABCT-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად: განახლდა სკბთს წესდება; საბოლოო სახით დასრულდა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამაზე მუშაობა

12. 2013-2014 წლები - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის შემდგომი ტრეინინგები (კბთ ოკა-ს, პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვის, იპოქონდრიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების და დეპრესიის დროს) მეორე ნაკადის სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს).

13. 2013 წლის დეკემბერი - პირველი და მეორე ნაკადის სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრეინინგი - „ბიჰევიორული თერაპია - ქცევის გამოყენებით ანალიზი“. 

14. 2014 წლის ივნისი - ოქტომბერი - ფსიქოლოგებს ჩაუტარდათ სასწავლო სემინარი თემაზე: „კლინიკური ფსიქიატრიის ზოგადი საკითხები; ფსიქიატრიული აშლილობების ტიპიური ნიშნები და სიმპტომები“.

15. 11.2013-02.2014 სკბთს-ს მიერ განახორციელდა კვლევა - ‘ფსიქოთერაპევტის პროფესიული როლის და ფუნქციების განსაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მულტიდისციპლინურ გუნდში“.  საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია.

16. 2014 წ. ოქტომბერი - საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გახდა EABCT - ს ნამდვილი წევრი.

17. 2014 წ. ნოემბერი დაფინანსდა პროექტი: „საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა“. გიფ-თბილისი