სკბთ საზოგადოების მოკლე ისტორია
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მიზნები და ამოცანებიკბთ საზოგადოების ძირითადი მიზანია, საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დანერგვა/გავრცელება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სპეციფიური მიზნებია:
ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოების ამოცანებია:
საზოგადოების საქმიანობებია, საზოგადოების წევრების მიერ საჭირო ლიტერატურის მოპოვება-დამუშავება და გავრცელება; ქართულ ენაზე სასწავლო კურსის შემუშავება და მისი აკრედიტაცია შესაბამისი უწყების (ჯანდაცვის/განათლების სამინისტრო) მიერ; სამუშაო მეთოდების ათვისებისთვის სასწავლო ვიდეო-ფილმების, სახელმძღვანელოების შემუშავება; კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება; საერთაშორისო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებებში ინტეგრირება; ხელის შეწყობა, რათა შემუშავდეს - „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“ და კანონქვემდებარე სხვა მარეგულირებელი დოკუმენტეის შემუშავება და ლობირება.
|
|
კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია ეფუძნება ორ ძირითად ფენომენს. 1) სუბიექტის ქცევა და ემოცია გავლენას ახდენს მის აზრებზე; 2) სუბიექტის აზრები განსაზღვრავს მის ემოციებსა და ქცევას. იდეა, რომ აზროვნების ჯანსაღ და კონსტრუქციულ წესს შეუძლია დისტრესის რედუქცია და კარგად ყოფნის განცდის გამოწვევა სხვადასხა კულტურაში მრავალი საუკუნის განმავლობაში მიღებული და დამკვიდრებული აზრია. აარონ ბეკმა პირველად სცადა დეპრესიის მკურალობისათვის გამოეყენებინა კოგნტურ ბიჰევიორული მიდგომა. კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის დროს თერაპევტი სახელმძღვანელოდ იყენებს კარგად შესწავლილ და ფორმულირებულ თერაპიულ გეგმას. ბეკის მიერ შემუშავებული მეთოდი, რომელიც გაამდიდრა და გააფართოვა მრავალმა მკვლევარმა დღესდღეობით სხვადასხვა აშლილობების: დეპრესიის, შფოთვითი და კვებითი აშლილობების, ქრონიკული ტკივილის, წამალდამოკიდებულების მკურნალობის დროს გამოიყენება. |