.საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიული საზოგადოება დაფუძნდა 2010 წელს.2014 წლიდან საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოება არის ევროპის კოგნიტური და ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის (www.eabct.eu) ნამდვილი წევრი. კბთ საზოგადოება 2010 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. შემუშავებულია 3 წლიანი დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამა, რომელიც შესაბამისობაშია EABCT-ს სტანდარტებთან. 2015 წელის სასწავლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
|
|
კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია ეფუძნება ორ ძირითად ფენომენს. 1) სუბიექტის ქცევა და ემოცია გავლენას ახდენს მის აზრებზე; 2) სუბიექტის აზრები განსაზღვრავს მის ემოციებსა და ქცევას. იდეა, რომ აზროვნების ჯანსაღ და კონსტრუქციულ წესს შეუძლია დისტრესის რედუქცია და კარგად ყოფნის განცდის გამოწვევა სხვადასხა კულტურაში მრავალი საუკუნის განმავლობაში მიღებული და დამკვიდრებული აზრია. აარონ ბეკმა პირველად სცადა დეპრესიის მკურალობისათვის გამოეყენებინა კოგნტურ ბიჰევიორული მიდგომა. კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის დროს თერაპევტი სახელმძღვანელოდ იყენებს კარგად შესწავლილ და ფორმულირებულ თერაპიულ გეგმას. ბეკის მიერ შემუშავებული მეთოდი, რომელიც გაამდიდრა და გააფართოვა მრავალმა მკვლევარმა დღესდღეობით სხვადასხვა აშლილობების: დეპრესიის, შფოთვითი და კვებითი აშლილობების, ქრონიკული ტკივილის, წამალდამოკიდებულების მკურნალობის დროს გამოიყენება. |